დაჯავშნე დანადგარი
აშშ-ს სენატის წევრები ტექნოპარკში
აშშ-ს სენატის წევრები ტექნოპარკში
01 იანვარი

 1 იანვარს თბილისში ვიზიტით მყოფი ამერიკის შეერთებული შტატების სენატის წევრები - ჯონ მაკკეინი (John McCain), ლინდსი გრაჰამი (Lindsey Graham) და ემი კლობუჩარი (Amy Klobuchar) დღეს თბილისის ტექნოლოგიურ პარკს ესტუმრნენ.

ამერიკელ სენატორებს მასპინძლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გაუწია, რომელმაც სტუმრებს ტექნოპარკის ფაბლაბი და საერთო სამუშაო სივრცე დაათვალიერებინა

სენატორებმა ასევე დაათვალიერეს სტარტაპების მიერ ფაბლაბში შექმნილი პროდუქტები, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა 

დიდი მადლობა ინოვაციებისა და პროგრესისათვის. ვფიქრობ, რომ აშკარაა ერთი ფაქტი - თქვენ ქმნით არა მხოლოდ თქვენს, არამედ ქვეყნის ეკონომიკის მომავალსაც. ძალიან შთამბეჭდავია იმ ახალგაზრდა ადამიანების ხილვა, რომლებმაც შექმნეს ასეთი შესანიშნავი ნივთები. ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა დღეს აქ ყოფნა და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, მთავრობის წევრებთან ერთად ახალი წლის აღნიშვნა. საქართველოში ბევრჯერ ვყოფილვარ და სიტყვებით ვერ აღვწერ იმას, თუ რაოდენ ბედნიერი ვარ იმით, რომ ვიმყოფები ამ თავისუფალ, დამოუკიდებელ სახელმწიფოში, სადაც ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა თავიანთი საუკეთესო ნიჭი და წარმოსახვის უნარი წარმატებად აქციონ,” - განაცხადა ჯონ მაკკეინმა.

https://www.youtube.com/watch?v=CZX29IU3iHM