დაჯავშნე დანადგარი
კიდევ 14 სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია!
კიდევ 14 სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია!
10 იანვარი

საქართველოს მასშტაბით კიდევ 14 ფაბლაბი გაიხსნა. ჯამში ფუნქციონირებს ანალოგიური ტიპის 22 ლაბორატორია

► საქართველომ მსოფლიო ფაბლაბების რეიტინგში, ლაბორატორიების რაოდენობის მიხედვით მე-11 ადგილზე გადაინაცვლა და უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორებიც არის შვეიცარია, პორტუგალია, პოლონეთი, იაპონია, ჩინეთი და სხვა.

► ფაბლაბების განაწილება საქართველოს მასშტაბით:
✔ თბილისი - 9
✔ ბათუმი - 2
✔ ქუთაისი - 2
✔ მესტია - 1
✔ გურჯაანი - 1
✔ ახალციხე - 1
✔ ქობულეთი - 1
✔ წალენჯიხა - 1
✔ ფოთი - 1
✔ ამბროლაური - 1
✔ რუსთავი - 1
✔ ზუგდიდი - 1




► სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიები აღჭურვილია თანამედროვე კომპიუტერებით, პროგრამირებადი დანადგარებით, როგორიც არის ლაზერული მჭრელი, 3D პრინტერი, CNC პროგრამირებადი ჩარხი და სხვა

► პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებს საშუალება ეძლევათ სასწავლებელში მიღებული ცოდნის დახმარებით შექმნან პრაქტიკული ნამუშევრები და პროდუქტები, რომლის შემდგომ კომერციალიზაციასაც მოახდენენ

► სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის, იგივე ფაბლაბის პროექტი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 2014 წელს დაიწყო.

► ფაბლაბების მიზანია მსოფლიოს შესთავაზოს ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის მშენებლობის თავისი უნიკალური მოდელი. მისი განვითარება მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისათვის, ახალი სტარტაპბიზნესების ჩამოსაყალიბებლად და სამუშაო ადგილების შესაქმნელად