დაჯავშნე დანადგარი
მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ტექნოპარკის ფაბლაბში
მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ტექნოპარკის ფაბლაბში
05 დეკემბერი

5 დეკემბერს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოპარკში (ინოვაციების ქუჩა #7, თბილისი, ოქროყანა) საქმიანი ვიზიტით მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი სირილ მიულერი ეწვეია. 

შეხვედრას დაესწრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ავთანდილ კასრაძე, მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები და სტარტაპ საქართველოსა და ინოვაციების სააგენტოს პროგრამა “ბიზნეს ინკუბატორის” გუნდები.

ვიზიტის ფარგლებში სირილ მიულერი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ტექნოპარკის ძირითად პროგრამებს, პროექტებს, სერვისებსა და სამუშაო პროცესებს გაეცნო. შეხვედრის სამუშაო თემები შეეხო სახელმწიფოს ხედვას ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის მშენებლობის კუთხით, საქართველოს გლობალურ ინდექსებში გაუმჯობესების შედეგებს, სტარტაპების ეკოსისტემის განვითარებას, მისი ფორმირების პროცესებსა და ინოვაციების სააგენტოს ძირითად მიმართულებებსა და სამომავლო გეგმებს.