დაჯავშნე დანადგარი
#JuniorATSUHack დასრულდა!
#JuniorATSUHack დასრულდა!
21 თებერვალი

ჰაკათონის ფინალი ქ. ქუთაისში გაიმართა

 ჰაკათონის ფარგლებში მოხდა მოსწავლეთა საინფორმაციო ტექნოლოგიების უნარ-ჩვევების ცოდნის და გამოყენების ხარისხის გამოვლენა ესგ-ის, ისტ-ს სტანდარტის შესაბამისად და მათი განვითარება, მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და საუკეთესო გუნდის გამოვლენა.

 აღნიშნული სამუშაოების შესრულებაში მოსწავლეებს დახმარება გაუწია ქალაქ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა. გუნდებს საშუალება ჰქონდათ ესარგებათ სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია FAB LAB-ში არსებული მაღალტექნოლოგიური დაზგა-დანადგარებით.

პირველ ადგილზე გასულმა გუნდმა შექმნა მობილური აპლიკაცია, რომელიც განკუთვნილია ტურისტებისთვის, მასზე დატანილია სხვადასხვა ღირსშესანიშნავი ადგილები და მათი აღწერილობები, როგორც ტექსტური, ასევე ხმოვანი სახით.

#JuniorATSUHack FabLab ATSU