დაჯავშნე დანადგარი
#JuniorATSUHack
#JuniorATSUHack
12 თებერვალი

ტექნოპარკში #JuniorATSUhack გაიხსნა -ჰაკათონი სკოლის მოსწავლეთათვის, რომლის მიზანია ინოვაციური და კრეატიული პროექტების მატერიალიზაცია.

 პროექტი აერთიანებს საქართველოს სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეებს, რომლებსაც შეუძლიათ სხვადასხვა პროგრამული, დეველოპერული, დიზაინური და საინჟინრო სამუშაოების შესრულება.

 ჰაკათონის ფარგლებში მოხდება მოსწავლეთა საინფორმაციო ტექნოლოგიების უნარ-ჩვევების ცოდნის და გამოყენების ხარისხის გამოვლენა ესგ-ის, ისტ-ს სტანდარტის შესაბამისად და მათი განვითარება, მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და საუკეთესო გუნდის გამოვლენა.


 აღნიშნული სამუშაოების შესრულებაში მოსწავლეებს დაეხმარებიან ქალაქ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც მოსწავლეებს გაუწევენ მენტორშიპს, გუნდებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია FAB LAB-ში არსებული ტექნიკის სერვისებით და მოახდინონ იდეის მატერიალიზაცია - პროდუქტის შექმნა.

 ჰაკათონის დასკვნითი ეტაპი კი ქ. ქუთაისში ჩატარდება , სადაც მონაწილე გუნდები საკუთარ პროექტებს პრეზენტაციის საშუალებით წარადგენენ .