FABTALKS - დიზაინის საწყისები
FABTALKS - დიზაინის საწყისები
01 ივნისი

1 ივნისს 19:00 საათზე ტექნოპარკში FABTALKS-ის მომდევნო შეხვედრა გაიმართება თემაზე - დიზაინის საწყისები.

სპიკერი ფაბლაბის ტექნიკური კონსულტანტი, სამრეწველო დიზაინერი - დავით ვარდანიძე იქნება. მას აქვს რამდენიმე წლიანი გამოცდილება სტარტაპებთან მუშაობის, როგორც მენტორშიპის, ასევე ტექნიკური მიმართულებით. სწორედ ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით ის ისაუბრებს ძირითად ფორმულებზე და მეთოდებზე, ასევე სწორ მიდგომებზე, რისი საშუალებითაც შესაძლებელია მარტივად გადმოსცე და გააცნო საზოგადოებას შენი იდეა.

სამრეწველო დიზაინი 21-ე საუკუნეში ძალიან აქტუალურია და მოიცავს ტექნიკური პროფილის დიზაინის სრულ სპექტრს, როგორიცაა ყველა სახის საყოფაცხოვრებო, სატრანსპორტო, გარემოს კეთილმოწყობის, შრომის, დასვენების, გართობის, მრავალგვარი სპეციალური ტექნიკის და სხვა მრავალი დიზაინი.

სპიკერი ასევე შეეხება რამდენიმე გავრცელებულ მითს დიზაინის სფეროში.

დარეგისტრირდით ბმულზე: https://bit.ly/2J6gNAf

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია!