როგორ მუშაობს ფაბლაბი
როგორ მუშაობს ფაბლაბი
04 ივნისი

4 ივნისიდან საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ტექნოპარკში იწყებს ახალ სატრენინგო პროგრამას თემაზე: როგორ მუშაობს ფაბლაბი.
თქვენ გაქვთ შესაძლებლობა შეისწავლოთ თანამედროვე დანადგარები და დაეუფლოთ მომავლის პროფესიებს.

მონაწილეები გაივლიან ინტენსიურ ტრენინგებს და გაეცნობიან შემდეგი ტიპის დანადგარებთან მუშაობის პრინციპებს:

პროგრამირებადი ჩარხი (CNC Router)
3D ბეჭდვა
პროგრამირებადი საკერავი მანქანა
ბრტყელ ზედაპირზე ბეჭდვა
ლაზერული ჭრა და გრავირება
ვაკუუმფორმირება და თერმოგადატანა
ფართოფორმატიანი ბეჭდვა და სასერი პლოტერი

ტრენინგზე მიღებისთვის აუცილებელი პრე-რეკვიზიტები:

⚪ პროგრამირებადი ჩარხი (CNC Router)
ნებისმიერ ვექტორულ პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ,
სასურველია Artcam-თან მუშაობის გამოცდილება და მარტივი 3D მოდელირების ცოდნა.

⚪ პროგრამირებადი საკერავი მანქანა
ნებისმიერ ვექტორულ პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.

⚪ ბრტყელ ზედაპირზე ბეჭდვა
ნებისმიერ ვექტორულ ან რასტრულ პროგრამაში მუშაობის გამოცდილება .

⚪ ლაზერული ჭრა და გრავირება
ნებისმიერ ვექტორულ პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.
სასურველია რასტრულ გრაფიკასთან მუშაობის გამოცდილება.

⚪ ფართოფორმატიანი ბეჭდვა და სასერი პლოტერი
ნებისმიერ ვექტორულ და რასტრულ პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.

⚪ 3D ბეჭდვა
ნებისმიერ 3D პროგრამაში მარტივი მოდელის აგების გამოცდილება.

თითოეული ტრენინგის ასარჩევად მონაწილემ რეგისტრაციის გავლისას უნდა მონიშნოს შესაბამისი აპარატურა.
ტრენინგის წარმატებით გავლის შემთხვევაში მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 27 მაისი!!
ტრენინგის ხანგრძლივობა ერთი-ორი კვირა ( დანადგარის სპეციფიკიდან გამომდინარე)

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე : https://goo.gl/q2Bpbp