ბლოგი

პროექტი დაიწყე ბიზნესი ფაბლაბთად ერთად 2015  წლიდან მიმდინარეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე ოთხი წელია თითოეულ ადამიანს, ვინც დაინტერესებულია ინოვაციებით, აქვს შესაძლებლობა თავიანთი იდეა სრულყონ და განახორციელონ ტექნოპარკის ფაბლაბში. შენც გაქვს იდეა და გგონია, რომ ამ წამოწყებას შეიძლება საინტერესო განვითარება ჰქონდეს?  მაშინ აუცილებლად უნდა მოხვიდე ფაბლაბში და ჩვენი დანადგარებით ამ იდეის განხორციელება დაიწყო. გარდა ტექნიკური უზრუნველყოფისა, ფაბლაბის გუნდის წევრები დაგეხმარებიან თქვენი იდეის სტარტაპად ჩამოყალიბებაში, მის ფორმირებაში, დიზაინის თუ კონტენტის მოფიქრებაში, რაც საბოლოოდ საშუალებას მოგცემთ თქვენი იდეა წარმატებულ ბიზნესად აქციოთ. დღესდღეობით თქვენთვის ცნობილი ბევრი პროდუქტი სწორედ ამ პროექტის ფარგლებში დაიხვეწა და შეიქმნა.  მათი უმრავლესობა ახლა უკვე დამოუკიდებლად განაგრძობს თავიანთი ბიზნესის გაფართოებას…

,,შემოქმედებითობა არის საგნების ერთმანეთთან დაკავშირება'' - თქვა სტივ ჯობსმა. ხშირად გიფიქრიათ რაიმე ახლის შექმნაზე? წარმოიდგინეთ, ერთ დღეს იღვიძებთ და თავში ძალიან საინტერესო იდეა გიტრიალებთ, ფიქრობთ, რომ მისი განხორციელების შემთხვევაში თქვენს გარშემო ბევრ რამეს შეცვლით, მაგრამ თითქოს მაინც უკან იხევთ, შეიძლება არ გყოფნით გამბედაობა ან უბრალოდ შესაბამისი რესურსი არ მოგეპოვებათ. ხშირად ადამიანები ტვინში გაჩენილ იდეებს თავად ,,ბლოკავენ“. ბრიტანელი ფსიქოლოგების კვლევის შედეგად დამტკიცდა, რომ ადამიანს დღეში დაახლოებით 70 ათასი ფიქრი და იდეა უჩნდება და აქედან ნახევარს ბლოკავს, ან უბრალოდ იდეად ტოვებს და აღარ მოჰყავს სისრულეში. რა არის შემოქმედებითობა?  კრეატიულობა ანუ შემოქმედებითობა არის პროცესი , როდესაც რაიმე ახალი იდეა მოქმედებაში გადაგვყავს. ის მოითხოვს…

სტუდენტები ერთი იდეის გარშემო გაერთიანდნენ და დაიწყეს ხის ჭკვიანი ბეჭდის შექმნა, რომელიც გაამარტივებს ადამიანების ცხოვრებას და უფრო უსაფრთხოს გახდის მას. ნინო გვაზავა: „იდეა გაჩნდა ჩვენი უნივერსიტეტის საშვების სისტების დაყენების შემდეგ, გვინდოდა, რამე ისეთი მოგვეფიქრებინა, რაც ბარათის მოძებნის ნაცვლად, გაგვატარებდა უნივერსიტეტის შესასვლელში. ასე შეიქმნა პირველი ბეჭედი, რომელსაც, თავდაპირველად, მხოლოდ უნივერსიტეტის საშვის ფუნქცია ჰქონდა“. სტარტაპი ინტერესის გამო ადნობდა სხვადასხვა ბარათებს და მათში არსებული RFID თაგს 3D პრინტერით ამობეჭდილ ბეჭედში ათავსებდა, შემდეგ ამ ბეჭდთ ახორციელებდნენ სხვადასხვა გადახდებს მაღაზებში. საზოგადეობის დიდი ინტერესისა და აღფრთოვანების გამო მათ დაიწყეს პროექტზე სერიოზულად მუშაობა. რა მასალისგან მზადდება ბეჭედი ? კნიკი ჭკვიანი სამკაულია, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა, ხის მასალისაგან მზადდება…

#ტექნოპარკის #ფაბლაბში ძალიან ბევრი საინტერესო #სტარტაპი დაიბადა, რომლებიც დღეს ქართველი მომხმარებლებისთვის საკმაოდ ცნობილნი არიან და პროდუქტს აქტიურ რეჟიმში წარმატებულად აწარმოებენ. საკმარისია მხოლოდ ერთი ინოვაციური იდეა , იდეას დამატებული ცოტაოდენი კრეატიულობა, #ტექნოპარკის #ფაბლაბში სტუმრობა და უნიკალური დანადგარების გამოყენება , ამ ყველაფრის შედეგად შესაძლოა თქვენ საოცნებო ბიზნესი დაიწყოთ და იდეა რეალობად აქციოთ. დღეს ძალიან ბევრ ადამიანს უჩნდება საინტერესო იდეები, რომელთა განხორციელებითაც შესაძლოა ერთ-ერთი წარმატებული ბიზნესის შემქმნელი გახდე. წარმოგიდგენთ ადამიანებს, რომლებმაც შემოქმედებითი იდეები #ფაბლაბში მოიტანეს, ბევრი იშრომეს და დღეს მათ საყვარელ საქმეს აკეთებენ. #პამაქელა - მარიამი და ქეთი საინტერესო იდეით გაერთიანდნენ, ისინი ხის ხელნაკეთ სანათებს,საათებსა და სხვადასხვა ნივთებს ქმნიან. #სტარტაპი წარმატებით მუშაობს ქართულ…