დაჯავშნე დანადგარი
ხშირად დასმული კითხვები
რა არის ფაბლაბი?

ფაბლაბი - სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია აღჭურვილია თანამედროვე, კომპიუტერით კონტროლირებადი დაზგა-დანადგარებით, რომლის მეშვეობით შესაძლებელია იდეების მატერიალიაზიცია და ფიზიკურად ხელშესახები პროდუქტის შექმნა.

რას გვთავაზობს ფაბლაბი?

ფაბლაბი მომხმარებელს სთავაზობს:

  • საერთო სამუშაო სივრცე
  • პროტოტიპირების უფასო სერვისი
  • კომპიუტერით პროგრამირებადი დანადგარები ( ლაზერული მჭრელი, 3D პრინტერი, პროგრამირებადი ჩარხი და ა.შ
  • ელექტრონიკის საკონსულტაციო სერვისი
  • პროფესიონალი ტექნიკური სპეციალისტების მომსახურება
  • მრავალმხრივი სასწავლო კურსები
როგორ ვისარგებლოთ ფაბლაბის დანადგარებით?
  • ეწვიეთ საიტის - Fablab.gov.ge-  მთავარ გვერდს
  • დაჯავშნეთ სასურველი დანადგარი სასურველ დროს
  • დაელოდეთ დასტურს
  • აქციეთ იდეა რეალობად
როგორ გავიარო კონსულტაცია ფაბლაბში?

კონსულტაციისთვის დარეგისტრირდით სპეციალურ ბმულზე - სერვისები>კონსულტაცია და დაელოდეთ ზარს ჩვენი ოპერატორისგან. 

რას/ვის ემსახურება ფაბლაბი?

ფაბლაბი არის უნიკალური სივრცე ნებისმიერი მოქალაქისათვის, რომელსაც აქვს იდეა სურს მისი განხორციელება ან სტარტაპ ბიზნესად ჩამოყალიბება. ფაბლაბი ყველას აძლევს საშუალებას ჰქონდეს წვდომა თანამედროვე ტექნოლოგიებზე. ის მორგებულია ნებისმიერ მომხმარებელზე და ხელს უწყობს იდეების გენერირებას.

რა არის ფაბლაბის მიზანი?

ფაბლაბი  ბადებს წინსვლის პერსპექტივას თანამედროვე საზოგადოებაში. ამ სივრცეებში ხდება ახალი წამოწყებების სრულყოფა და ახალგაზრდა ინოვატორების იდეების რეალიზება. ფაბლაბის მიზანია, მსოფლიოს შესთავაზოს ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის მშენებლობის თავისი უნიკალური მოდელი. ასევე საყურადღებოა განვითარების სწორი კურსი და სტარტაპ ბიზნესის ზუსტი ფორმულირება, რადგან მან შეძლოს ბაზარზე თავის დამკვიდრება და წვლილის შეტანა ქვეყნის ეკონომიკაში, რაზეც პირდაპირ ახდენს ზეგავლენას. ჩნდება ახალი სამუშაო ადგილები, იზრდება მომავლის პროფესიების ასპარეზი, რაც გვაახლოებს მსოფლიოს.

სულ რამდენი ფაბლაბია საქართველოში?

დღეს საქართველოს მასშტაბით სულ 22 სამრეწველო ლაბორატორია ფუნქციონირებს. 

საქართველოს რომელ რეგიონებშია შესაძლებელი ფაბლაბით სარგებლობა?

იხილეთ ფაბლაბების განაწილება საქართველოს მასშტაბით :
თბილისი - 9
ბათუმი - 2
ქუთაისი - 2
მესტია - 1
გურჯაანი - 1
ახალციხე - 1
ქობულეთი - 1
წალენჯიხა - 1
ფოთი - 1
ამბროლაური - 1
რუსთავი - 1
ზუგდიდი - 1

სად დაარსდა პირველი ფაბლაბი საქართველოში?

პირველი ლაბორატორია დაარსდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამის შემდეგ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ თბილისის მერიასთან და განათლების და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად საქართველოს მასშტაბით 21 ლაბორატორია აამოქმედა.