ფაბლაბი - სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია აღჭურვილია თანამედროვე, კომპიუტერით კონტროლირებადი დაზგა-დანადგარებით, რომლის მეშვეობით შესაძლებელია იდეების მატერიალიაზიცია და ფიზიკურად ხელშესახები პროდუქტის შექმნა.
ფაბლაბი - სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია აღჭურვილია თანამედროვე, კომპიუტერით კონტროლირებადი დაზგა-დანადგარებით, რომლის მეშვეობით შესაძლებელია იდეების მატერიალიაზიცია და ფიზიკურად ხელშესახები პროდუქტის შექმნა.
ფაბლაბი მომხმარებელს სთავაზობს:
შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა
დაელოდეთ ზარს ჩვენი ოპერატორისგან
გაიარეთ კონსულტაცია ჩვენს ტექნიკურ სპეციალისტებთან
და განახორციელეთ საკუთარი იდეა ფაბლაბში
ფაბლაბი არის უნიკალური სივრცე ნებისმიერი მოქალაქისათვის, რომელსაც აქვს იდეა სურს მისი განხორციელება ან სტარტაპ ბიზნესად ჩამოყალიბება. ფაბლაბი ყველას აძლევს საშუალებას ჰქონდეს წვდომა თანამედროვე ტექნოლოგიებზე. ის მორგებულია ნებისმიერ მომხმარებელზე და ხელს უწყობს იდეების გენერირებას.
ფაბლაბი ბადებს წინსვლის პერსპექტივას თანამედროვე საზოგადოებაში. ამ სივრცეებში ხდება ახალი წამოწყებების სრულყოფა და ახალგაზრდა ინოვატორების იდეების რეალიზება. ფაბლაბის მიზანია, მსოფლიოს შესთავაზოს ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის მშენებლობის თავისი უნიკალური მოდელი. ასევე საყურადღებოა განვითარების სწორი კურსი და სტარტაპ ბიზნესის ზუსტი ფორმულირება, რადგან მან შეძლოს ბაზარზე თავის დამკვიდრება და წვლილის შეტანა ქვეყნის ეკონომიკაში, რაზეც პირდაპირ ახდენს ზეგავლენას. ჩნდება ახალი სამუშაო ადგილები, იზრდება მომავლის პროფესიების ასპარეზი, რაც გვაახლოებს მსოფლიოს.
დღეს საქართველოს მასშტაბით სულ 22 სამრეწველო ლაბორატორია ფუნქციონირებს.
იხილეთ ფაბლაბების განაწილება საქართველოს მასშტაბით :
თბილისი - 9
ბათუმი - 2
ქუთაისი - 2
მესტია - 1
გურჯაანი - 1
ახალციხე - 1
ქობულეთი - 1
წალენჯიხა - 1
ფოთი - 1
ამბროლაური - 1
რუსთავი - 1
ზუგდიდი - 1
პირველი ლაბორატორია დაარსდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამის შემდეგ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ თბილისის მერიასთან და განათლების და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად საქართველოს მასშტაბით 21 ლაბორატორია აამოქმედა.